მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

04/12/2017

მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმ პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელსაც მსოფლიო ბანკი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი, უწევს ქვეყანას როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკთან კვლავ გაგრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.
ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამები, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ბიზნეს გარემოს შემდგომი სრულყოფა, განათლების სფეროს მხარდაჭერა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის შექმნა, ექსპორტის, ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციების კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება – ესაა მიმართულებები, რომელსაც მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0