მამუკა ახვლედიანმა შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს

23/03/2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს.
ტელეკომპანია «იბერიის» ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრისას მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ვარიანტი არის და ის თავის კოლეგებთან ერთად სხვადასხვა კონსულტაციას გადის.
«არ გამოვრიცხავ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნას კონკრეტულად სასამართლოზე ორიენტირებული და ძირითადად სწორედ ის პრინციპული და სიმართლისმთქმელი ადამიანები შეიკრიბონ და ყველა იმ პრობლემატიკაზე ისაუბრონ, რომელიც სასამართლოში ხდება. რადგან მე — ერთ ადამიანს არც საშუალება მქონდა ამდენი და ალბათ, 1%-იც არ მითქვამს იმ პრობლემების, რაც სასამართლო სისტემაში ხდება», — განაცხადა ახვლედიანმა.
იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0