მამარდაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერს გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭა

29/01/2019

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, მამარდაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში ომის გმირის გიორგი (ზურიკო)ქარაიას სახელობითი დაფა გაიხსნა. ღონისძიებას დეპუტატი რიმა ბერაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ვეტერანთა საბჭოს, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. სკვერისთვის სახელის მინიჭების ინიციატივით რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობამ მიმართა. თბილისი საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ კი მათი ინიციატივა დააკმაყოფილა.
გიორგი (ზურიკო) ქარაია – ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლია. 2004 წლის აგვისტოში, მან თანამებრძოლი დაღუპვისგან სიცოცხლის ფასად იხსნა. 2005 წლის 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გიორგი ქარაიას, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ოპერაციების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მიენიჭა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0