მალე ეკომიგრანტები ბინებით დაკმაყოფილდებიან

28/11/2016

უახლოეს მომავალში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაპრეშუმში “სოციალურ სახლში” 50 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების ეკომიგრანტებისთვის გადაცემა საზეიმო ვითარებაშია დაგეგმილი და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. ბენეფიციართა განცხადებები ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში არსებულმა შესაბამისმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. ბინები პირველი და მეორე კატეგორიის ეკომიგრანტებისთვის არის გათვალისწინებული.50 ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია. სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი “სოციალური სახლის” მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარით დაიხარჯა. ამჟამად ხელვაჩაურში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ურეხში 23 ბინიანი კონპუსი შენდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0