საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თემოსთან ერთად ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღი“ სპექტაკლს ,,კაცია – ადამიანი?!“ დაესწრო
თეატრმა, რომელიც ტიპიური განვითარების მქონე მსახიობებთან ერთად სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებს აერთიანებს, უკვე მესამე სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. თეარტის მხარმდაჭერია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.
,,კაცია – ადამიანი?!“ ინტეგრირებული თეატრის პირველი სპექტაკლია, რომელიც ჟესტურ ენაზე ითარგმნა.
,,,,აზდაკის თეატრს“ უკვე კარგად ვიცნობ და ვნახე მათი სხვა სპექტაკლებიც. ძალიან პროფესიონალურად ართმევენ თავს მსახიობები დაკისრებულ როლებს. ბევრს იცნობს კიდეც ქართული საზოგადოება-სპექტაკლში თამაშობს გიგო, რომელიც უკვე ძალიან ცნობილია. განსაკუთრებული დასი შეიკრიბა, და ვიწვევ ყველას სპექტაკლის სანახავად“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
ინტეგრირებულს თეატრს ბაჩო გაბუაშვილი ხელმძღვანელობს. სპეკტაკლი გრანტის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა და მას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა.