მაკა ჩიჩუამ „პორტიჯის“ ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

27/02/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს პორტიჯის ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ვულოცავ პორტიჯის ასოციაციას და მის დამფუძნებლებს 10 წლის იუბილეს. ძალიან მიხარია, რომ ადრეული განათლება სულ უფრო აქტუალური თემა ხდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რასაც ამ სფეროში დღეს მივაღწიეთ, იმ ადამიანების შრომის შედეგია, ვინც ათ წელზე მეტია ამ სერვისის განვითარებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ნინო ცინცაძეს და მინდა მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის.
„პორტიჯის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა როდესაც ამდენი ადამიანია ჩართული ადრეული განვითარებისა და ინკლუზიური განათლების საკითხებში, კიდევ უფრო წინ წავალთ და მეტ წარმატებას მივაღწევთ.
წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ
„პორტიჯი“ ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0