საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს ადრეული განვითარების ცენტრს „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ესტუმრა. მაკა ჩიჩუას ცენტრის დამფუძნებელმა ნინო ჟვანიამ უმასპინძლა.
ცენტრის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, პირველმა ლედიმ შეხვედრა გამართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან და მშობლებთან. შეხვედრისას მაკა ჩიჩუას ცენტრის საქმიანობისა და იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლითაც ხორციელდება ბავშვების მომსახურება.
მაკა ჩიჩუამ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ მოინახულა
15/06/2016