საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მე-4 პროექტი და დაფინანსების პრიორიტეტები განიხილეს. მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია, რომლის დაფინანსებითაც საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობა.
მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო
18/09/2020