მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ონლაინ-შეხვედრა გამართა

20/01/2021

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ონლაინ-შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინესთან.
საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ესაა – რეგიონული განვითარების, საგზაო და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ტურისტული და განათლების ინფრასტრუქტურის პროექტები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და დასახეს ახალი გეგმები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 30 პროცენტით აჭარბებს, რაც უწყებას მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0