მაია ცქიტიშვილი სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

13/02/2020

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ე. წ. მეგობრობის ხიდის მშენებლობას. ახალი ხიდი, რომლის მშენებლობასაც EBRD აფინანსებს, საქართველო-სომხეთს შორის მგზავრებისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0