მაია ცქიტიშვილი სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა

03/05/2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეჰშოს და ეკონომისტებს – კლაუს ჰელვიგსა და ნია შარაშიძეს შეხვდა. მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო მაგისტრალებზე, წყლის სისტემის მოწყობა-მოწესრიგებისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია გაეცნო განათლების რეფორმის ფარგლებში ქვეყანაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსაც. შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0