მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

11/02/2020

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს OECD – საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და „OECD ევრაზიის კვირეული 2020“-ის ფარგლებში განსახილველი საკითხები. ღონისძიებაში, რომელიც მარტის მეორე ნახევარში საქართველოში გაიმართება, 400-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მთავარი განსახილველი თემა კი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია იქნება. დელეგაციას OECD – ის გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ანდრეას შაალი ხელმძღვანელობს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, OECD-ის ექსპერტები, მთავრობებთან თანამშრომლობით, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, აანალიზებენ მონაცემებს და ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0