საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფრანკფურტის ოფისის ინფრასტრუქტურული პროექტების ჯგუფის ხელმძღვანელს მარიონ კნეშს შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო KfW-თან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორის – მყარი ნარჩენების მართვის სექტორში, ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. დაიგეგმა თანამშრომლობა წყალმომარაგებისა და სხვა სფეროებში.
მაია ცქიტიშვილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფრანკფურტის ოფისის ინფრასტრუქტურული პროექტების ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
10/05/2019