მაია მელიქიძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

26/06/2017

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით 24 ივნისს გაიმართა.
მაია მელიქიძემ DCFTA -ის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა და ის სირთულეები დაასახელა, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები DCFTA – ის ფარგლებში ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით აწყდებიან.
მაია მელიქიძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესს სირთულეები აქვს ლაბორატორიულ შემოწმებასთან დაკავშირებით, რადგან დღეს მხოლოდ ერთი ლაბორატორია მოქმედებს საქართველოში, რაც არასაკმარისია და და მეწამეები იძულებულნი არიან ევროპაში გასატანი პროდუქცია შესამოწმებლად თურქეთში წაიღონ.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ მიმართულებით კერძო ინვესტიციების განხორციელება.
მაია მელიქიძეს საერთაშორისო კონფერენციაზე, შესაბამის პანელზე გამოსვლისას შეკითხვები დაუსვეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით სარგებლობასთან დაკავშირებით. როგორც მაია მელიქიძემ კონფერენციის მოანაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული რეგიონები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენენ და ამ ტერიტორიებზე წარმოებული ბიზნესის წარმოადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთავაზებითა და პირობებით.
პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა დააყენა საკითხი, რომ გამოყოფილი სტატისტიკა წარმოებდეს DCFTA -ის ფარგლებში საქართველოდან გატანილი პროდუქციის შესახებ, რათა უფრო თვალნათლად ჩანდეს DCFTA -ის დადებითი შედეგები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0