მაია ბითაძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

04/12/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ისაუბრეს გარემოსდაცვითი განათლების დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს ამ მიმართულებით ხელშეწყობასა და დახმარებაში. ევროკავშირის წარმომადგენელმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს გზა მიმართულია ევროკავშირისაკენ და კანდიტატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდგომ საქართველოს მრავალი ახალი ვალდებულება ექნება. მათ შორის ყურადღება გამახვილდა “მწვანე შეთანხმებაზე“ (European Green Deal), რომელიც სხვადასხვა ვალდებულებებს წარმოშობს ქვეყნებისათვის. შესაბამისად, კონკრეტული მიმართულებებით გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსათვის. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების მცოდნე სპეციალისტების გადამზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დონორი ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ ამ პროცესს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0