მაზარ-ი-შარიფში „ჯონპრეტის” საწვრთნელ პოლიგონზე გეგმიური სწავლება ჩატარდა

03/07/2017

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის საპატრულო მოტორიზებული და სწრაფი რეაგირების ოცეული გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა.
გეგმიური სწავლების ამოცანაა სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდაჭერ ძალებთან ერთად დაჭრილების ევაკუაცია, ალყაში მოქცეული ქვედანაყოფის გამოყვანა და უსაფრთხოების ზონაში დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება უზრუნველყოს. წვრთნის დროს შექმნილ სიტუაციაში სამეთაურო რგოლის მიერ პირადი შემადგენლობის და მომაგრებული ქვედანაყოფების მართვა და კონტროლიც განხორციელდა.
სწავლებაში გერმანიის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა იყო ჩართული. წვრთნაში საინჟინრო, ტექნიკის ევაკუაციისა და სამედიცინო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0