მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ადგილზე გაეცნო. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფლის მოსახლეობა ასევე, ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები შეძლებენ სარგებლობას. პროექტის ღირებულება 4 400 000 ლარს შეადგენს და ჩატარებული სამუშოების შედეგად 4 075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. მიმდინარე სამუშაოებს რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილე, ილია ჯალაღანია, შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი, თამაზ მღებრიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და საქართველოს მელიორაციის, ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი, დავით კიკოლაშვილი ადგილზე გაეცნენ.
მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
22/02/2024