ლუდუკ ხასია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

27/01/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად განმუხურში იმყოფებოდა, სადაც მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია და სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის აღდგენა მიმდინარეობს. კაფე-რესტორანში უკვე დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს. განმუხურში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა. დღესვე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ხობის მუნიციპალიტეტში ქარიატა-შუა ხორგის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის შესაბამისად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, აშენდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიგება არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 570 ათას ლარს შეადგენს და მას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0