ლუდუკ ხასია, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს

14/11/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნარაზენი-შამადელას საავტომობილო გზის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტირდება 2300 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ლუდუკ ხასია დღესვე, ასევე გაეცნო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის შესრულებელ სამუშაოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0