2016 წლის 1 ივლისს, ლოპოტას ტბაზე, საზაფხულო სკოლა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება” გაიხსნა. პროექტი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”-ს მიერ, ფონდ „Pontis”-სთან თანამშრომლობით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანადგომითა და ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საზაფხულო სკოლის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR პროგრამის კოორდინატორმა ლელა ხოფერიამ და ფონდ PONTIS, პროგრამის მენეჯერმა ტატიანა ზილკოვამ.
სკოლას გაუძღვებიან წამყვანი ექსპერტები და ტრენერები, როგორც საქართველოდან, ისე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. (პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი). მონაწილეობას კი საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.
ლოპოტას ტბაზე საზაფხულო სკოლა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება” გაიხსნა
01/07/2016