ლიტვა საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად ერთობლივად იმუშავებს

31/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისის სამუშაო სადილზე შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების და საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ლიტვის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
შეხვედრისას გამოითქვა ინიციატივა, რომ ლიტვა საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად ერთობლივად იმუშავებს.
ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქრთველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატები – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0