ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის კანცლერის ალგრიდას სტონჩაიტისის ხელმძღვანელობით, 17 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში დანერგილი პრაქტიკების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მათ ასევე განსაზღვრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული პროექტები კულტურისა და ტურიზმის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ბაზალეთის ტბა და ანანურის სამონასტრო კომპლექსი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიეტუვის მთავრობის კანცლერის მოადგილე ალმინას მაჩიულისი, ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩესლოვას მულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გედიმინას მიშკნისი, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის ჯგუფის მთავარი მრჩეველი გოდა ალექსიატე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და დუშეთის ლიეტუვურ – ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.
ვიზიტის დასასრულს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს მიულოცა ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101 წლისთავი და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია დუშეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
18/02/2019