ლეღვაში შიდასასოფლო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

01/09/2016

სოფელ ლეღვაში შიდა გზების მოწესრიგების მიზნით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1816 კვ.მ-ზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომლისთვისაც 34 346 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ჯ-ლაინი“ ახორციელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ლეღვაში 27 მიმართულებით მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე პროგრამის ფარგლებში დამონტაჟდება გარე განათების წერტები და მოხდება წყლის მილების შეძენა.
მიმდინარე წელს სოფლების კეთილმოწყობის მიზნით 1 490 696 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად პროგრამის ფარგლებში სულ 103 ღონისძიება დაიგეგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0