ლერი ბარნაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

17/02/2022

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დეპარტამენტის თანამშრომლებიც ეწრებოდნენ. შეხვედრის დროს ლერი ბარნაბიშვილმა რწმუნებულებისგან რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, ასევე საუბარი შეეხებოდა იმ პროგრამებს, რომლებიც მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხება, მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველი შრომის უნარიანი მოქალაქეების დასაქმებას ითვალისწინებს, პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ საჭიროა რეგიონების უფრო მეტად განვითარება, ტურიზმის სფეროს პოპულარიზაცია, სპორტული და კულტურული ღონისძიებების აღდგენა, რწმუნებულებმა ამ მიმართულებით რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრის დროს განსახილველ საკითხთა შორის იყო რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეების იმუნიზაციისთვის ქალაქებში და სოფლებში არსებობს, როგორც ამცრელი პუნქტები ისე იმუნიზაციისთვის საკმარისი ვაქცინები. ლერი ბარნაბიშვილი მსგავსი სახის შეხვედრებს აქტიურად მართავს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გასვლით სხდომებს რეგიონებშიც გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0