ლენტეხი-ხელედის გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

09/07/2020

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის ლენტეხი-ხელედის (კმ1-კმ7) 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, საპროექტო სამუშაოებს იწყებს. პროექტირეის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის. ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (კმ14-კმ19) მონაკვეთის ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე, მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე სისტემატიურად ტარდება და საჭიროემისამებრ გაგრძელდება გადაუდებელი მიმდინარე შეკეთების სამუშაოები, რითაც უზრუნველყოფილი ავტოტრანსპორტის განვლადობა. საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის მოხრეშვის სამშაოები უკვე განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0