ლელო-2017 გაიმართა

18/04/2017

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შუხუთში ტრადიციულად ლელობურთი გაიმართა. საზეიმო განწყობა დილიდანვე შეიმჩნეოდა. შეჯიბრი სპორტული სახეობებიდან თავდაპირველად ფეხბურთში გაიმართა. შემდეგ ჭიდაობა, ნარდი, ბაგირის გადაქაჩვა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, საჩვენებელი კარატე, გირების აზიდვა. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც მოგვიანებით მუნიციპლიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ დააჯილდოვა. სახალხო ზეიმზე ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა დავით ასკურავას, ავთანდილ წულაძეს, რევაზ როყვასა და ჯემალ დობორჯგინიძეს. მათ საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქცია: თაფლი, ჩაი, თხილი და ა.შ. სახალხო ზეიმი კულტურის ცენტრის ანსამბლებმა თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს, შეასრულეს არაერთი სიმღერა და საგალობელი. მოგვიანებით ლელობურთიც ავარდა, რომელიც ამჯერად ზემოურების გამარჯვებით დასრულდა. ტრადიციისამებრ ბურთი ერთ-ერთი გარდაცვლილის, მამუკა მშვიდობაძის საფლავზე მიიტანეს. ლანჩხუთში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ლელობურთს სტუმრებთან ერთად დაესწრო მეუფე იოსები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0