ლელა ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტების მერებს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსებს შეხვდა

Friday July 22nd, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის – ლელა ჯანაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მოადგილეებს და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსებს შეხვდა. საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს საჯარო სექტორის სწორედ ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვისაც დიდი რაოდენობის პერსონალური მონაცემების დამუშავება უწევთ. სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა – ქეთევან კრაწაშვილმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – სოფიო შამუგიამ მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0