ლელა ჩიქოვანმა ლატვიის თავდაცვის ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

19/07/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იანის დრემიანისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს. საუბრისას ასევე, საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშის მოღვაწეობა შეაჯამეს. ლელა ჩიქოვანმა სტუმარს სამხედრო სფეროში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლკოვნიკი „გენერალი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
პოლკოვნიკი იანის დრემიანისი საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშედ ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2017 წლის ივლისში ის საქართველოში საქმიანობას ოფიციალურად დაასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0