„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ბოლო ორმხრივი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იაკუბ ლანდოვსკისთან გამართა.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გეოგრაფიაში თანამშრომლობის საკითხს დაეთმო. შეხვედრის დროს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის ეფექტურობაზეც ისაუბრეს.
ლელა ჩიქოვანმა ბოლო ორმხრივი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გამართა
12/10/2017