ლელა ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვარგა ტამას შეხვდა

12/10/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვარგა ტამას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ეფექტურად გამოიყენონ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ყველა შესაძლებლობა. საუბარი ასევე შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში უნგრეთის სამომავლო ჩართულობას.
უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0