ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან. შეხვედრა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15 თავზე მუშაობას მიეძღვნა. სამოქალაქო ორგანიზაციებთან გაიმართა მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საკითხებზე და სოგის სპეციფიკის გათვალისწინებით სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში შესრულდეს 2018 წელს ნაკისრი ვალდებულება სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-15 თავის დამტკიცების სახით.
ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან
24/12/2019