ლეკნარის მთის წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

17/06/2019

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსთან მეუფე ვახტანგთან და სახელმწიფო რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეკნარის მთის წმინდა გიორგის ეკლესის ნანგრევები დაათვალიერეს და ჩასატარებელი სამუშაოები დაგეგმეს.
ადგილზე დაიგეგმა პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ტაძრის არსებული ნაშალი ქვისგან გასუფთავებას, ქვების მარკირებას.
შემდგომში ჩატარდება არქეოლოგიური სამუშაოებიც, სრულყოფილი პროექტის მოსამზადებლად, რათა ავთენტური იერსახით მოხდეს ტაძრის სრული რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0