ლევილის ქართულ მამულში

25/04/2016

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად ლევილის ქართულ მამულში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს შეხვდნენ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ლევილში, ნოე ჟორდანიას და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ლევილის მამულში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით აღდგენილი ბიბლიოთეკა.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ლევილში დაცული არქივით ბიბლიოთეკა მოაწყვეს – ამოარჩიეს, აღწერეს, მოახდინეს კლასიფიკაცია, დაიწყეს ელექტრონული კატალოგის წარმოება, მოახდინეს სკანირება. საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გაგრძელდება ბიბლიოთეკის მოწესრიგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0