ლევილის მამულის გადმოცემის იურიდიული აქტის შინაარსი განისაზაღვრა

10/04/2016

2016 წლის 8 და 9 აპრილს, პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის სხდომები გაიმართა, რომელშიც კომისიის წევრის რანგში, აქტიურად მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
კომისიის ორ დღიანი მუშაობისა და მარავალსაათიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად, ლევილის მამულის გამოდცემისთვის საჭირო იურიდიული აქტის შინაარსი განისაზღვრა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მამულის გადმოცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა მემკვიდრეთა ოჯახების მიერ ლევილის მამულის სამომავლო ფუნქციონირების მიზნით შემუშავებული პროექტის დადასტურების შემდეგ განხორციელდება.
კომისიას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ წევრები: საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი – გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე – დელონე, ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა და მამულის მემკვიდრეთა ოჯახის წევრები.

ლევილის მამულის განვითარების პროექტის დეტალები კომისიის წევრებმა ადგილზე, ლევილის მამულში განიხილეს, სადაც შეხვედრა გამართეს მამულის მემკვიდრეთა ოჯახის წევრებთან და ლევილის მობინადრეებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0