სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან და პარლამენტარ მირიან წიკლაურთან ერთად პირველი სამუშაო ვიზიტით ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვია ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმოამდგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.
დაათვალიერეს ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სახლ- მუზეუმის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო; გერგეთის სოფლის გზის სარეაბილიტაციო; გერგეტის შემოვლითი გზის სამშენებლო დარიალის ხეობაში მონასტრის მიმდებარე , ტერიტორიის მოასფალტების ავტოსადგომის მოწყობის და კელიებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო მნიშვლელობის მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის ( რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზიდ კმ 132-კმ 135 მონაკვეთზე გვირაბისა და მისასვლელი გზის მშენებლობის; დაბა სტეფანწმინდის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის ; დაბა სტეფანწმინდის ქუჩების:
( ილია, ჭავჭავაძის ფიცხელაურის რუსთაველის და კოსტავას) რეაბილიტაციის;ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუტრებაში არსებულ 5500 მ2 მიწის ნაკვეთზე განთავსებული ე წ “გადასახედის” ნეგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის ათვისების (შესაბამისი დაგეგმარება) სამუშაოები. აგრეთვე, დაათვალიერეს დასრულებული კულტურის სახლი, რომელიც სრული დატვირთვით მიმდინარე წლის შემოდგომით ამუშავდება.
შეხვედრების მიმდინარეობისას გუბერნატორმა მოსახლეობისგან დეტალურიინფორმაცია მოისმინა მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ დაკომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
ლევან ზაუტაშვილი ყაზბეგში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
07/07/2017