მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს გიორგი კობერიძეს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, გუბერნატორის მოადგილეები მანანა ნარიმანიძე და თამაზ სუჯაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები მარინა კერესელიძე და ვანდა ჩეჩელაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებასთან, წყლის სანიტარულ მდგომარეობასთან, საკანალიზაციო სისტემის მოწყობასთან, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განიხილეს პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები და დაგეგმეს შესაბამისი ღონისძიებები.
ლევან ზაუტაშვილი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს შეხვდა
07/03/2018