ლევან ზაუტაშვილი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

14/03/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს, მათ მოადგილეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები მანანა ნარიმანიძე და თამაზ სუჯაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ბესიკ ბიჩნიგაური.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობის საკითხი. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გუბერნატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ვადების, არსებული ვითარებისა და შესაძლო გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრობლემური საჯარო სკოლების, უსახური შენობების, წყალმომარაგებისა და სხვა მიმდინარე საკითხები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გუბერნატორთან ერთად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0