მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, ბარისახოს თემის მოსახლეობას შეხვდა. დაათვალიერა დასრულებული პროექტები და მოსახლეობისგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რაც თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას აწუხებს. ლევან ზაუტაშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ყველაზე პრიორიტეტული და საშური პრობლემების მოგვარებით დაიწყებს. გუბერნატორმა მოსახლეობას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე პროცესებში გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სრულ ჩართულობას დაჰპირდა.
ლევან ზაუტაშვილი, ბარისახოს თემის მოსახლეობას შეხვდა
23/02/2018