ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება. აღინიშნა, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესებამ და ეკონომიკურმა მდგრადობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება. სავალუტო ფონდის მისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესზე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობენ პროდუქტიულობის ზრდას და ფისკალური რისკების შეზღუდვას, მათ შორის აღსანიშნავია: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება. საქართველოს მთავრობა აგრძელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას მაკროეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, აღნიშნული ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ქვეყნის ეკონომიკური უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები.
ლევან დავითაშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
17/02/2023