ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელი ჩაიბარა

10/02/2022

სამთავრობო გუნდში განხორციელებული ცვლილებებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის პოზიციასაც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა. მინისტრის რანგში ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. ლევან დავითაშვილმა წარადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი მოადგილე კახა კაკაბაძე. გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს გუნდის თითოეულ წევრს თანამშრომლებისა და მხარდაჭერისთვის და წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0