ლევან დავითაშვილმა აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ხელმძღვანელებთან საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

10/05/2022

ვიცე-პრემიერმა, ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჯუდიტ ფრაიორთან, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნე გარემოსა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმზე. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-დან ინვესტიციებს, რომელმაც თავის დროზე დიდი წვლილი ითამაშა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში – 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში 1.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა არსებობს მეტი პოტენციალი და საქართველო განიხილავს მეტი ინვესტიციის მიღებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი და სხვ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტზე: მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0