გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, სიმონ ნოზაძეს შეხვდა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანების საკითხი განიხილა. ლევან დავითაშვილმა, ირიგაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასარწყავიანების და წყლის განაწილების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები შესაბამისი უწყების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, სიმონ ნოზაძეს შეხვდა
10/07/2020