მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცე გაიხსნა დაესწრო. გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა. საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორი სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას მისცემს. სიმულატორის მწარმოებელია კომპანია Wartsila, რომელიც მსოფლიო ლიდერია საზღვაო ტექნოლოგიებსა და საზღვაო სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. მეზღვაურის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ბათუმის საზღვაო აკადემიის ეზოში სტუდენტების მონაწილეობით დღეს სხვადასხვა საზეიმო აქტივობებიც გაიმართება.
ლევან დავითაშვილი საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცის გახსნას დაესწრო
25/06/2023