ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

08/09/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0