სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება რთველის პროცესი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის მოცულობის მიხედვით, მიმდინარე კვირა იყო პიკური, ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 6 ათას ტონას გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს, რომ არც ერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნება და რთველი 2016 წარმატებით და შედეგიანად დასრულდება“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
23 სექტემბრის 14:00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 67,5 ათას ტონამდე ყურძენი. გადამუშავებულია 35,5 ათასი ტონა რქაწითელი, 27,9 ათასი ტონა საფერავი, 2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 59 მლნ ლარი შეადგინა.
რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს – განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 901 ტონა. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 24 ათასი ტონა, ყვარელი – 16,5 ათასი ტონა, თელავი – 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,7 ათასი ტონა, საგარეჯო – 910 ტონა და ახმეტა – 930 ტონა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართ