სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მობილური აპლიკაციის „ტრაქტორი“ ოფიციალურ წარდგენას დაესწრო. „ტრაქტორი”, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მიზნად ისახავს მიაწოდოს ფერმერებს საჭირო ცოდნა და გაზარდოს მათი წვდომა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან და მომსახურებასთან. „ტრაქტორი“ მობილური აპლიკაციაა, რომელიც ფერმერს დაეხმარება აწარმოოს უფრო მეტი უფრო უკეთესად. აპლიკაციის „ტრაქტორი” მხარდამჭერები არიან: „ადამიანი გაჭირვებაში”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი USAID/ZRDA, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და „ელვა – საზოგადოებრივი ჩართულობა“. მობილური აპლიკაციის ოფიციალურ წარდგენას ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე დაესწრო.
ლევან დავითაშვილი მობილური აპლიკაციის წარდგენას დაესწრო
17/02/2017