ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტე მენდეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა აქტუალური მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მზარდია ლატვიასთან სავაჭრო დინამიკა, განსაკუთრებით, ექსპორტი, რომლის მაჩვენებელიც 2022 წელს 31 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, ითქვა, რომ ლატვიიდან კაპიტალი წარმატებით მიემართება ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სხვ. ხაზი გაესვა ლატვიასთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ ლატვია ევროკავშირის „თვინინგის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ლატვიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის წევრიც ლატვიის სეიმის სპიკერი ედვარდს სმილტენსია.
ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა
01/02/2023