ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

08/09/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს ჯონ პენელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და USAID – ს შორის ურთიერთობები, სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ვიცე-პრემიერმა USAID-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ხაზი გაესვა იმ როლს, რომელსაც აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0