ქედის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძესთან ერთად, საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.
ამ დროისთვის 12 მძიმე ტექნიკა მუშაობს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით. გაიწმინდა კოკოტაური, ხარაულა-ჯალაბაშვილები, აბუქეთა-ტიბეთა, ცენტრი მერისი, სოფელი მერისი, სილიბაური, მილისი, უჩხითი, ზენდიდი, ხუნკუდას მიმართულებები და დაბის ქუჩები.
ელექტროენერგია უკვე აღდგენილია ზედა და ქვედა მახუნცეთში. როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, პრობლემა 16 საათისთვის სრულად აღმოიფხვრება და ყველა ადმინისტრაციული ერთეულისთვის იქნება შუქის მიწოდება შესაძლებელი. მობილური ჯგუფები ამ წუთებშიც აგრძელებენ ადგილზე სამუშაოებს.
მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბი ოპერატიულად რეაგირებს ყველა შემოსულ ინფორმაციაზე.
ქედაში კვლავ ინტენსიურად თოვს.
ლევან გორგილაძე საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო
24/11/2017