საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებს, სსფ-ის 3-წლიანი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გამოწვევების მიუხედავად, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით. ამასთან, ხაზი გაესვა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წევრებს შეხვდა
13/02/2023